05.10.2010



წვიმს დღესაც.. და ალბათ იწვიმებს დიდხანს..ვერ ვიტან წვიმას საშინლაად..სადღაც ფიქრებში მივყავარ და მხოლოდ ტკივილიან პერიოდს მახსენებს.არც გარეთ გასვლის სურვილი მაქვს.
ადრე მიყვარდა წვიმა ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და ვოცნებობდი ადამიანზე ვინც ძალიან მიყვარდა,ახლა ეგეც აგარ შემიძლია, აგარ ვარ შეყვერებულ,.არც სურვილი მაქვს ვინმეს შეყვერების და არც ძალა.მხოლოდ ყოფითი პრობლემები დამრჩა და ისიც მოუგვარებელი.

24.05.2010

ორი წუთი ინტერნეტში:))

დიდი ხანია აქ შემოსასვლელად ვერ მოვიცალე,ჩემს გარსემო ყველა და ყველაფერი აირია.ჯერ ინტერნეტი გმითიშეს მერე შუქი ჩაჭრეს და ბოლოს კომპიც წაიგეს სახლიდან. ამ ყეველაფერს როგორც იქნა შევეგუე ან სევეგუე და ან არა მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არ მაქვს...:))))სამაგიეროდ ეხლა მეტ დროს ვატრებ მეგობრებთან:))))აი ასეეეე ...სულ რამდენიმე წუთი მააქვს ყოველთვიიის :))

18.04.2010


არ ვიცი რაზე ოცნებობ შენ, ის,ისინი ან ნებისმიერი ადამიანი.არც მაინტერესებს დღეს მე ვოცნებობდი მზეზე და არა შენზე,ლურჯ ზღვაზე და უკიდეგანო ჰორიზონტზე.. მინდოდა ზღვა და მზე, თეთრი ქვიშა,პალმები და ჰამაკი.ძალიან მინდოდა ამ რეალურ სამყაროს მოვწყვეტილიყავი ,ცოტა ხნით.ფანჯარაში ახალ გაღვიძებულ თბილის გავყურებდი და შენობების მაგივრად ზღვას ვხედავდი.გაგგეცინება, ნარიყალა მზეთ წარმოვიდგინე,მიხაროდა რა ახლოს იყო.ოცნება თბილისის ხმაურმა შემაწყვეტინა.მანქანები,ავტობუსები,ხალხი ახლაურდა.მეთოთხმეტე სართულიდან ჭიანჯველებივით ირეოდნენ და ჩემს ოცნებას ხელს უშლიდნენ,მაიძულებდნენ რეალობსა და შენ დაგბრუნებოდით... გამოუვიდთ.მხოლოდ ის გამიკვირდა რომ ამ ოცნებას საათები წაუღია ჩემი დ ავერ გამიგია..
ვერ გელევი, ვერ გიშვებ.ვერ გთმობ და იცი რამდენი ვერ და ვერ შემიძლია გითხრა?სადღაც ძალიან იშვითად გაღვიძებულ სუსტ ქალს ჩემში, როგორ სჭირდება შენი გერდში დოგმა, შენი ალერსი.მაგრამ არ ხარ არასდროს,მივეჩვიე უშენოდ ყოფნას,ვერ გამიგია რა ხარ ჩემთვის? უბრალოდ ხარ.თან დამსდევ როგორც აჩრდილი არც მიშვებ და არც ჩემთან ხარ!მე ვოცნებობ კაცზე რომელიც მიყვარს და ეს კაცი სხვისი ქმარია და ამაზე ოცნება არ შეიძლება ვიცი რადგნ სხვისია.სისუსტეს რა ვუყო და გრძნობსა რომელიც თავს მხსენებს?გამოსავალი არის დაგივიწყო ან გაგცვალო სხვა რამეში,სხვაში რომელასც შენზე მეტად შევიყვარებ, და მასაც ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ,ცოტახნით მაგრამ მაინც ვეყვარები.ეს სხვაც ვიცი რაა ..დღეიდან არც ერთი სიტყვა შენზე.. არც ერთი წამი შენთვის აღარ მეცლება.ყოველ დილით მე შევხვდები ალიონს გავხედავ მძინარე თბილის და წარმოვიდგენ ზღვას..მზეს ჰამაკს და პალმებს.სანამ მოვა ზაფხული ცხელი და მხურვალე..მერე ჩავალაგებ ჩემს წითელ ჩემოდანს და წავალ შენგან შორს,ვიქნები მასთან ახლოს.მე დღეს ვოცნებობდი ორი საათის განმავლობაში ზღვაზე ,მზეზე და ისვედა ისევ შენზე.

21.03.2010

მარტოობაა


რა უფრო საშინელია იყვე მარტო ცარიელ სახლში თუ იყვე ადამიანის გვერზე და გრძნობდე თავს მარტოდ?გახდე პარალელური ხაზი,ხაზი რომელიც არასდროს არ გადაკვეტს მეორეს?და როცა დადგება მომენტ რამის თქმის მიხვდები რომ რომელიღაცა ერთ-ერთი კარებისკენ მიუთითებს უსიტყვოდ.და მერე აცნობიერებ რომ..ბევრჯერ მიფიქრია რაა სრული მარტოობა და პასუხი და შეგრძნება ეხლა მოვიდა ,ეხლა მოვიდააა.იცი რაა მარტოობა როცა იდუღებ ყავას და იცი რომ დღეს ვერ დაიძინებ,როცა ზიხარ მარტო და საკუთარ თავს ეკითხები რატომ მე? კითხულებ მარტო იმიტომ რომ მეტი კითხვა აგარ გაწუხებს!.მარტოობა. როცა შენ კითხვაზე არავინ გპასუხობს,შენ კი იმეორებ და იმეორებ ,მერე ეცემი და ტირიხრ სანამ კიდევ ძალა შეგწევს სანამ შეგიძლია იტირო.მერე დგება სიწყნრე..მდუმარება შენს გარშემო და მარტობას უხარია ის იღიმება და შენ ცუდად ხარ!შეეცდები სამყაროს გაუღიმო იმედიანად ,მაგრამ ისიც ზურგს შეგაქცევს, და ისევ ბრუნდება კითხვა რატომ ?რატომ?რატომ მე?და პასუხი არ ჩანს!დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი და დავრწმუნდი ამ ქვეყანაზე მარტოები მოვდივართ და მარტოები წალავთ...იმდენად ხშირად ვფიქრობდი მომავალზე.ვაწყობდი გეგმებს ,ვისრულებდი მიზნბს რომ აწმყოთი ცხოვრება დამავიწყდა,ეხლა ვხვდები რომ სინამდვილეში მე არც მომავლით ვცხორობ და არც აწმყოთი.სადღც გავიჩხირე და არ ვიცი სად!

03.03.2010

სადაც მარტო მე და შენ ვართ


დღეს ძალიან მინდოდა ტირილი მაგრამ ერთი ცრემლიც არ წამომსვლია.
იცი, რატომ აღარ ვტირივარ? - არა იმიტომ, რომ არ მტკივა, უბრალოდ მაკიაჟის გაფუჭება არ მინდა. ყველაფერს შენ გიყვები, როგორც სულელი.. ეს მჭირდება, კიდევ მჭირდება ჩემი სამყარო, ზოგჯერ. სადაც მარტო მე და შენ ვართ, არავინ მოვა უკითხავად, არ წამართმევს შენს თავს.. ეს მხოლოდ წუთებით ხდება, როცა მინდება სუსტი ქალი გაგაღვიძო ჩემში.. სუსტი და უსუსური. იქნებ ასეთი ქალი რომ დაინახო ჩემში, მაშინ მაინც მოგინდეს ჩემი მოვლა.
იცი რა გამახსენდა? ზანგურის ლექსი: ”გავხდები შენი რიგითი წუთი” მეც მინდოდა .. მეც ვიყავი თანახმა, ვყოფილიყავი რიგითი, მაგრამ ახლა მეტი მინდა შენგან.. მე აღარ ვარ თანახმა ვიყო მეორე ან პირველი, მე ერთადერთი ვიქნები შენს გვერდზე, ან საერთოდ არ ვიქნები. როგორც ეხლა.
შენ ჩემი ყველაზე საუკეთესო შეცდომა ხარ! არ ვნანობ არც ერთ წუთს და საათს შენს გვერდზე გატარებულს. დღემდე ვეძებ მსგავს სიტუაციას შენთან.. მახსოვს საათები და დღეები უშენოდ, პირველი დაშორების მერე ორი თვე და ოცდაორი დღე იყო გასული, მახსოვს შენი მოსვლა და საკუთარი გულის ცემის ხმა, როცა შენი ხმა გავიგე კარში. არ მახსოვს როგორ შეგეხე და რაღაც ჩავილაპარაკე.. მერე იყო ჩემზე შეყვარებული შენი მეგობარი.. საწყალი ბიჭი.. მარტო იმისთვის ვხვდებოდი რომ შენი ამბები გამეგო. მერე ? მერე მოვიშორე, ისე როგორც ძველი და უმაქნისი ნივთი.. რამდენი მსგავსი საქციელი არც მახსოვს ან არ მინდა ამის გახსენება.. ყველას და ყველაფერს ვიშორებ შენს გარდა. რატომ ვერ გელევიიიიიი.. ვცდილობ და რომ იცოდე რას? გეტყვი, არ მინდა შენც გეგმა იყო ჩემი.. მინდა მიყვარდე შენ მაინც. არ მინდა დავგეგმო შენთან ურთიერთობა.. გეგმაში ყველაფერი გავითავისე. რომ შემეძლოს დროსაც ჩემი გეგმებით ხან წინ და ხან უკუღმა დავგეგმავდიი.. Aდიდი ხანია არ მიტირია და არც ვაპირებ.. ერთხელ მივეციი პირობა საკუთარ თავს და ვასრულებ.....რატომ გამახსენდა ეს არ ვიცი.. ალბათ იმიტომ რომ დღეს ანა ცრემლიანი იყო.. (ჩემი და) უხდება ქალს ცერმლები.. მაგრამ პირობას რა ვუყო??? სკარლეტ ო,ჰარა მახსენდება ყოველთვის, როცა საქმე პირობას ეხება და მეც ვასრულებ. შენდამი ჩემი გრძნობების გახსენება წუთიერი სისუსტე იყო, რომელიც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ათასში ერთხელ მაინც იჩენს ხოლმე თავს.. თუმცა, მე საკუთარ თავს ვერევი მაგრამ ანა..ანა.ანა ეს ქალის სრულყოფილი ვარიანტია .სუსტი, რომანტიკოსი, სათუთი.. ვერც მას მოუფრთხილდნენ . მასაც ატკინეს, ამიტომ ვამბობ კაცები ერთ უჯრედებიანი არიანთქო და რაც მეტი დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები ამაში. არა, ისე არ გაიგო, რომ მე ფემინისტი ვარ, მე ფემინისტი არ ვარ, ბევრად მჭკვიანი ვარ ვიდრე ისინი . თუმცა, გენეტიკურად ჩადებული კოდი წამებით მაინც იჩენს ხოლმე თავს. ამასაც მოვერევი !!! ამოვთხრიიიი..

28.02.2010

დაბნეული გოგოს პირველი პოსტი

ტვინში ქაოსია და არც ვცილობ მის დალაგებას,მომწონ ასეე..უფრო მშვიდად ვარ... მჯერა რომ ყველაფერი მოგვარდება თავისით... როდის ან რანაირად, არ მაინტერესებს... არც შენი წასვლით მტკენია ძალიან, არც ნაწყენი ვარ და არც გაბრაზებული. ცოტა გაურკვევლობაში ვარ... რადგან ჩემს ყველა კითხვაზე პასუხი არ მაქვს... როგორც კი მივიღებ, მაშინვე დავლაგდები. როგორც ანა ამბობს, ეგოისტი და კაპრიზნი ვარ. ხშირად ნაადრევ გადაწყვეტილებებს ვიღებ... იქნებ არ უნდა გამეშვი??? მოკლედ დავიბენი, რაღაც სისულელეს ვწერ და ვგრძნობ, რომ მომწონს. იცი, თავში სულ ქარი ქრის, სამაგიეროდ, აზრები მაქვს ახალი და საინტერესო. მე შენზე შეყვარებული არ ვყოფილვარ არასდროს, როგორც შენ გეგონა და გაჩვენებდი თავს. უბრალოდ მომწონდა, როცა ჩემზე ზრუნავდი. ეგ ყოველთვის მაკლდა. მამაკაცის მხრიდან ზრუნვას ვგულისხმობ, თორემ ისე არაფერი არ მკლებია... მყავს 2 დედა. ახლა რა მკითხო, როგორ და რანაირად, შენი ტვინი ამას მაინც ვერ გაიგებს. თუმცა ნაწილობრივ იცოდი ეს ყველაფერი... ჩაღრმავებები არ სცადო, არაფერი გამოვა.... ხო კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა შენთვის. ვიცი არ მოგეწონება და არცაა საჭირო. შენ რამე მოგეწონოს უკვე. შენთან ვიყავი და სხვაზე ვოცნებობდი.…ცუდი გოგო ვარ ხოოო.? რას იზამ, ასეთი ცუდი გოგო კი გიყვარს და ვერ ხვდები. ოცი წლის მერე მიხვდები... სასაცილოა. არ ყოფლია მიზანი, რომლისთვისაც არ მიმეღწიოს... შენ არც მიზანი ყოფილხარ. უბრალოდ თავშესაქცევი იყავი ის პერიოდი ჩემთვის. მე მჭირდებოდა ვინმე, ვისაც ვეყვარებოდი იქამდე, სანამ მე ვეძებდი, ვინ შემეყვარებინა... ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ალბათ ნებისმიერი ქალი ბედნიერი იქნებოდა შენ გვერდით. ოღონდ მე არა... მე და შენ ხომ ცასა და დედამიწასავით განვსხვავდებით... შენ პატარა კვატა ხარ და იქნები მუდამ კვატა. მე კი დიდი მომავალი მაქვს, დიდი გეგემები, შენ კი ამ გეგმებში ადგილი ვერ გიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ხარ, აღარ აღმოჩნდა შენი ადგილი... ყველაფერი გავითვალისწინე, მაგრამ შენ ვერ... თუმცა მადლობელი ვარ, რომ იყავი, ზრუნავდი და მეფერებოდი. მე არ დამიძალებია და არც მითხოვია შემიყვარე-თქო, არც საჩუქრებისა და არც სიგარეტის ყიდვას გთხოვდი ყოველდღე. ამას შენი ნებით აკეთებდი... მომწონდააა! ისე, შენც იმ კაცების სიაში აღმოჩნდი, ვინც ძალიან იოლად დავიხვიე თითზე... მომწონდა შენთან ყოფნა.... ჰო, კიდევ რას გეტყვი: შენც ერთ ერთი ფურცელი ხარ ჩემი წიგნაკის, რომელიც ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გადავფურცლე...