18.04.2010


არ ვიცი რაზე ოცნებობ შენ, ის,ისინი ან ნებისმიერი ადამიანი.არც მაინტერესებს დღეს მე ვოცნებობდი მზეზე და არა შენზე,ლურჯ ზღვაზე და უკიდეგანო ჰორიზონტზე.. მინდოდა ზღვა და მზე, თეთრი ქვიშა,პალმები და ჰამაკი.ძალიან მინდოდა ამ რეალურ სამყაროს მოვწყვეტილიყავი ,ცოტა ხნით.ფანჯარაში ახალ გაღვიძებულ თბილის გავყურებდი და შენობების მაგივრად ზღვას ვხედავდი.გაგგეცინება, ნარიყალა მზეთ წარმოვიდგინე,მიხაროდა რა ახლოს იყო.ოცნება თბილისის ხმაურმა შემაწყვეტინა.მანქანები,ავტობუსები,ხალხი ახლაურდა.მეთოთხმეტე სართულიდან ჭიანჯველებივით ირეოდნენ და ჩემს ოცნებას ხელს უშლიდნენ,მაიძულებდნენ რეალობსა და შენ დაგბრუნებოდით... გამოუვიდთ.მხოლოდ ის გამიკვირდა რომ ამ ოცნებას საათები წაუღია ჩემი დ ავერ გამიგია..
ვერ გელევი, ვერ გიშვებ.ვერ გთმობ და იცი რამდენი ვერ და ვერ შემიძლია გითხრა?სადღაც ძალიან იშვითად გაღვიძებულ სუსტ ქალს ჩემში, როგორ სჭირდება შენი გერდში დოგმა, შენი ალერსი.მაგრამ არ ხარ არასდროს,მივეჩვიე უშენოდ ყოფნას,ვერ გამიგია რა ხარ ჩემთვის? უბრალოდ ხარ.თან დამსდევ როგორც აჩრდილი არც მიშვებ და არც ჩემთან ხარ!მე ვოცნებობ კაცზე რომელიც მიყვარს და ეს კაცი სხვისი ქმარია და ამაზე ოცნება არ შეიძლება ვიცი რადგნ სხვისია.სისუსტეს რა ვუყო და გრძნობსა რომელიც თავს მხსენებს?გამოსავალი არის დაგივიწყო ან გაგცვალო სხვა რამეში,სხვაში რომელასც შენზე მეტად შევიყვარებ, და მასაც ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ,ცოტახნით მაგრამ მაინც ვეყვარები.ეს სხვაც ვიცი რაა ..დღეიდან არც ერთი სიტყვა შენზე.. არც ერთი წამი შენთვის აღარ მეცლება.ყოველ დილით მე შევხვდები ალიონს გავხედავ მძინარე თბილის და წარმოვიდგენ ზღვას..მზეს ჰამაკს და პალმებს.სანამ მოვა ზაფხული ცხელი და მხურვალე..მერე ჩავალაგებ ჩემს წითელ ჩემოდანს და წავალ შენგან შორს,ვიქნები მასთან ახლოს.მე დღეს ვოცნებობდი ორი საათის განმავლობაში ზღვაზე ,მზეზე და ისვედა ისევ შენზე.

Комментариев нет: