28.02.2010

დაბნეული გოგოს პირველი პოსტი

ტვინში ქაოსია და არც ვცილობ მის დალაგებას,მომწონ ასეე..უფრო მშვიდად ვარ... მჯერა რომ ყველაფერი მოგვარდება თავისით... როდის ან რანაირად, არ მაინტერესებს... არც შენი წასვლით მტკენია ძალიან, არც ნაწყენი ვარ და არც გაბრაზებული. ცოტა გაურკვევლობაში ვარ... რადგან ჩემს ყველა კითხვაზე პასუხი არ მაქვს... როგორც კი მივიღებ, მაშინვე დავლაგდები. როგორც ანა ამბობს, ეგოისტი და კაპრიზნი ვარ. ხშირად ნაადრევ გადაწყვეტილებებს ვიღებ... იქნებ არ უნდა გამეშვი??? მოკლედ დავიბენი, რაღაც სისულელეს ვწერ და ვგრძნობ, რომ მომწონს. იცი, თავში სულ ქარი ქრის, სამაგიეროდ, აზრები მაქვს ახალი და საინტერესო. მე შენზე შეყვარებული არ ვყოფილვარ არასდროს, როგორც შენ გეგონა და გაჩვენებდი თავს. უბრალოდ მომწონდა, როცა ჩემზე ზრუნავდი. ეგ ყოველთვის მაკლდა. მამაკაცის მხრიდან ზრუნვას ვგულისხმობ, თორემ ისე არაფერი არ მკლებია... მყავს 2 დედა. ახლა რა მკითხო, როგორ და რანაირად, შენი ტვინი ამას მაინც ვერ გაიგებს. თუმცა ნაწილობრივ იცოდი ეს ყველაფერი... ჩაღრმავებები არ სცადო, არაფერი გამოვა.... ხო კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა შენთვის. ვიცი არ მოგეწონება და არცაა საჭირო. შენ რამე მოგეწონოს უკვე. შენთან ვიყავი და სხვაზე ვოცნებობდი.…ცუდი გოგო ვარ ხოოო.? რას იზამ, ასეთი ცუდი გოგო კი გიყვარს და ვერ ხვდები. ოცი წლის მერე მიხვდები... სასაცილოა. არ ყოფლია მიზანი, რომლისთვისაც არ მიმეღწიოს... შენ არც მიზანი ყოფილხარ. უბრალოდ თავშესაქცევი იყავი ის პერიოდი ჩემთვის. მე მჭირდებოდა ვინმე, ვისაც ვეყვარებოდი იქამდე, სანამ მე ვეძებდი, ვინ შემეყვარებინა... ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ალბათ ნებისმიერი ქალი ბედნიერი იქნებოდა შენ გვერდით. ოღონდ მე არა... მე და შენ ხომ ცასა და დედამიწასავით განვსხვავდებით... შენ პატარა კვატა ხარ და იქნები მუდამ კვატა. მე კი დიდი მომავალი მაქვს, დიდი გეგემები, შენ კი ამ გეგმებში ადგილი ვერ გიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ხარ, აღარ აღმოჩნდა შენი ადგილი... ყველაფერი გავითვალისწინე, მაგრამ შენ ვერ... თუმცა მადლობელი ვარ, რომ იყავი, ზრუნავდი და მეფერებოდი. მე არ დამიძალებია და არც მითხოვია შემიყვარე-თქო, არც საჩუქრებისა და არც სიგარეტის ყიდვას გთხოვდი ყოველდღე. ამას შენი ნებით აკეთებდი... მომწონდააა! ისე, შენც იმ კაცების სიაში აღმოჩნდი, ვინც ძალიან იოლად დავიხვიე თითზე... მომწონდა შენთან ყოფნა.... ჰო, კიდევ რას გეტყვი: შენც ერთ ერთი ფურცელი ხარ ჩემი წიგნაკის, რომელიც ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გადავფურცლე...

Комментариев нет: