
დღეს ძალიან მინდოდა ტირილი მაგრამ ერთი ცრემლიც არ წამომსვლია.
იცი, რატომ აღარ ვტირივარ? - არა იმიტომ, რომ არ მტკივა, უბრალოდ მაკიაჟის გაფუჭება არ მინდა. ყველაფერს შენ გიყვები, როგორც სულელი.. ეს მჭირდება, კიდევ მჭირდება ჩემი სამყარო, ზოგჯერ. სადაც მარტო მე და შენ ვართ, არავინ მოვა უკითხავად, არ წამართმევს შენს თავს.. ეს მხოლოდ წუთებით ხდება, როცა მინდება სუსტი ქალი გაგაღვიძო ჩემში.. სუსტი და უსუსური. იქნებ ასეთი ქალი რომ დაინახო ჩემში, მაშინ მაინც მოგინდეს ჩემი მოვლა.
იცი რა გამახსენდა? ზანგურის ლექსი: ”გავხდები შენი რიგითი წუთი” მეც მინდოდა .. მეც ვიყავი თანახმა, ვყოფილიყავი რიგითი, მაგრამ ახლა მეტი მინდა შენგან.. მე აღარ ვარ თანახმა ვიყო მეორე ან პირველი, მე ერთადერთი ვიქნები შენს გვერდზე, ან საერთოდ არ ვიქნები. როგორც ეხლა.
შენ ჩემი ყველაზე საუკეთესო შეცდომა ხარ! არ ვნანობ არც ერთ წუთს და საათს შენს გვერდზე გატარებულს. დღემდე ვეძებ მსგავს სიტუაციას შენთან.. მახსოვს საათები და დღეები უშენოდ, პირველი დაშორების მერე ორი თვე და ოცდაორი დღე იყო გასული, მახსოვს შენი მოსვლა და საკუთარი გულის ცემის ხმა, როცა შენი ხმა გავიგე კარში. არ მახსოვს როგორ შეგეხე და რაღაც ჩავილაპარაკე.. მერე იყო ჩემზე შეყვარებული შენი მეგობარი.. საწყალი ბიჭი.. მარტო იმისთვის ვხვდებოდი რომ შენი ამბები გამეგო. მერე ? მერე მოვიშორე, ისე როგორც ძველი და უმაქნისი ნივთი.. რამდენი მსგავსი საქციელი არც მახსოვს ან არ მინდა ამის გახსენება.. ყველას და ყველაფერს ვიშორებ შენს გარდა. რატომ ვერ გელევიიიიიი.. ვცდილობ და რომ იცოდე რას? გეტყვი, არ მინდა შენც გეგმა იყო ჩემი.. მინდა მიყვარდე შენ მაინც. არ მინდა დავგეგმო შენთან ურთიერთობა.. გეგმაში ყველაფერი გავითავისე. რომ შემეძლოს დროსაც ჩემი გეგმებით ხან წინ და ხან უკუღმა დავგეგმავდიი.. Aდიდი ხანია არ მიტირია და არც ვაპირებ.. ერთხელ მივეციი პირობა საკუთარ თავს და ვასრულებ.....რატომ გამახსენდა ეს არ ვიცი.. ალბათ იმიტომ რომ დღეს ანა ცრემლიანი იყო.. (ჩემი და) უხდება ქალს ცერმლები.. მაგრამ პირობას რა ვუყო??? სკარლეტ ო,ჰარა მახსენდება ყოველთვის, როცა საქმე პირობას ეხება და მეც ვასრულებ. შენდამი ჩემი გრძნობების გახსენება წუთიერი სისუსტე იყო, რომელიც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ათასში ერთხელ მაინც იჩენს ხოლმე თავს.. თუმცა, მე საკუთარ თავს ვერევი მაგრამ ანა..ანა.ანა ეს ქალის სრულყოფილი ვარიანტია .სუსტი, რომანტიკოსი, სათუთი.. ვერც მას მოუფრთხილდნენ . მასაც ატკინეს, ამიტომ ვამბობ კაცები ერთ უჯრედებიანი არიანთქო და რაც მეტი დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები ამაში. არა, ისე არ გაიგო, რომ მე ფემინისტი ვარ, მე ფემინისტი არ ვარ, ბევრად მჭკვიანი ვარ ვიდრე ისინი . თუმცა, გენეტიკურად ჩადებული კოდი წამებით მაინც იჩენს ხოლმე თავს. ამასაც მოვერევი !!! ამოვთხრიიიი..